ტეგები
ყოველთვის მაინტერესებდა ამ ქვეყნად ყველაზე სწრაფი რა იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ გონება ჯობნიდა ყველას, მაგრამ სკოლაში, ერთი ლამაზი წიგნიდან ვისწავლე, რომ ყველაზე სწრაფი თვალი ყოფილა, ამ სიმართლესთან ხელები ამიწევია. სხვათაშორის მხედველობას არ ვუჩივი, მაგრამ ახლა სხვანაირ მხედველობაზე მინდა გესაუბროთ.
დიახ! მე ვხედავ ფეისბუკის სტუმრებს, ვიცი რომ ბევრი სხვაც ხედავს, მაგრამ უფრო მეტი ვერა. ზოგს წარმოუდგენლად ეჩვენება, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომაც მშვიდად დაძვრება მეგობრებს (და არამარტო) პროფილებზე. სიმართლე გითხრათ, მეგობრის პროფილზე შესვლა არასოდეს მერიდებოდა, უპრობლემოდ შევდივარ ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მხედავს, ვერც ვხვდები რატომ უნდა შეიკავო თავი. დიდიხანია ვსარგებლობ საიტით,რომელიც სტუმრებს შიფრავს. სხვათაშორის ბევრი ისეთი შემოდის,რომელზეც შესაძლოა ნათქვამი გქონდეთ – „ვა, ეს ფეისზე ზის??“. სიმართლე გითხრათ მომბეზრდა კიდეც, ბოლო დღეებია აღარც კი ვამოწმებ. ამავე საიტიდან შემიძლია გავიგო ვინ წამშალა, თუნდაც გააუქმა, ეს ერთი ჩორტია… უფრო მეტად რომ დაგაჯეროთ ჩემი ნათქვამი, სურათებსაც დაგიდებთ.
შენიშვნა: ამ პოსტის შემდეგ, ნუ შეიკავებთ ჩემ პროფილზე სტუმრობისგან თავს, მთელი გულით გელოდებით ყველას. “დაიკიდეთ” სათვალთვალო, ფეისბუკზე ანგარიში რისთვის გაქვს? – რომ ნახო მეგობრის პოსტები/სურათები/ და აშ. და პირიქით, შენმა მეგობრებმა ნახონ შენი პოსტები/სურათები/ და აშ.
სხვა აზრი თუ გაქვთ, მეგობრული რჩევა იქნება, უბრალოდ გააუქმეთ პროფილი!!!
misanthrope said:
ვაიმე ჰაკერობ :)0) შეხედეთ რა ამას ყველაფერს ხედავსს . საღოლ შენ საღოლ
misanthrope said:
http://www.inquisitr.com/47701/is-there-a-way-to-see-who-views-your-facebook/
მაკო said:
არა ჰაკერობა რა შუაშია. უმარტივესი საიტია, და ბევრჯერაც შემოწმებული. თუ ვინმეს “შეცდენა” მინდა, ლინკსაც დავდებდი საიტისას. ბევრი ჩემი მეგობარი იყენებს. ნუ სურათები დავდე, მეტი რა გავაკეთო.. 🙂
Cold Play said:
vici eg saii,ramdenime tvea ar shevsulvar,ai ici rodidaan,ai rac gatexes raa, xoda ragacebi sheucvliat vamchnev. shevdzvre erti 😀
Cold Play said:
ise maxsovs adre cotas urevda 😀
მაკო said:
ხოო, გატეხეს თუ რა ქნეს არ ვიცი, ვერ შევდიოდი ერთი პერიოდი. მერე თქვეს ახალი ფუნქცია დავუმატეთო, ხო ადრეც ჭედავდა,უბერავდა, ისე ახლაც ურევს ცოტას, ვიზიტორებს ვგულისხმობ, თორემ ვინ წაგშალა ამას 100% სიმართლეს ამბობს. 🙂
Nino Ninonino said:
mec maq es :D:D:D:
tete said:
მითხარით რა ეგ საიტი :დ
მაკო said:
😀