ტეგები

, , ,

ყოველთვის მაინტერესებდა ამ ქვეყნად ყველაზე სწრაფი რა იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ გონება ჯობნიდა ყველას, მაგრამ  სკოლაში, ერთი ლამაზი წიგნიდან ვისწავლე, რომ ყველაზე სწრაფი თვალი ყოფილა, ამ სიმართლესთან ხელები ამიწევია. სხვათაშორის მხედველობას არ ვუჩივი, მაგრამ ახლა სხვანაირ მხედველობაზე მინდა გესაუბროთ.
დიახ! მე ვხედავ ფეისბუკის სტუმრებს, ვიცი რომ ბევრი სხვაც ხედავს, მაგრამ უფრო მეტი ვერა. ზოგს წარმოუდგენლად ეჩვენება, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომაც მშვიდად დაძვრება მეგობრებს (და არამარტო) პროფილებზე. სიმართლე გითხრათ, მეგობრის პროფილზე შესვლა არასოდეს მერიდებოდა, უპრობლემოდ შევდივარ ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მხედავს, ვერც ვხვდები რატომ უნდა შეიკავო თავი. დიდიხანია ვსარგებლობ საიტით,რომელიც სტუმრებს შიფრავს. სხვათაშორის ბევრი ისეთი შემოდის,რომელზეც შესაძლოა ნათქვამი გქონდეთ – „ვა, ეს ფეისზე ზის??“. სიმართლე გითხრათ მომბეზრდა კიდეც, ბოლო დღეებია აღარც კი ვამოწმებ. ამავე საიტიდან შემიძლია გავიგო ვინ წამშალა, თუნდაც გააუქმა, ეს ერთი ჩორტია… უფრო მეტად რომ დაგაჯეროთ ჩემი ნათქვამი, სურათებსაც დაგიდებთ.

ამდენ ენაზეა ნათარგმნი.

ამდენ ენაზეა ნათარგმნი.

სტუმარი,რომელიც შენი მეგობარი არ არის, დააჭერ და მიხვდები ვინც გესტუმრა

რეგისტრაციაგავლილი

ამ ადამიანმა ნახა, ეს ფოტოალბომი

ამ ადამიანმა ნახა ესა თუ ის პოსტი

ამან წაგშალა

ეს ისე : )

ჩემი ფეისბუკის მეგობრები, რომლებიც იყენებენ ამ საიტს (თუ რამე პრობლემა იქნა ამოვიღებ ;))

შენიშვნა: ამ პოსტის შემდეგ, ნუ შეიკავებთ ჩემ პროფილზე სტუმრობისგან თავს, მთელი გულით გელოდებით ყველას.  “დაიკიდეთ” სათვალთვალო, ფეისბუკზე ანგარიში რისთვის გაქვს? – რომ ნახო მეგობრის პოსტები/სურათები/ და აშ. და პირიქით, შენმა მეგობრებმა ნახონ შენი პოსტები/სურათები/ და აშ.  
სხვა აზრი თუ გაქვთ, მეგობრული რჩევა იქნება, უბრალოდ გააუქმეთ პროფილი!!!