ტეგები

, , , , , , ,

აღარ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რას ნიშნავს სიტყვა მოტო, სადაურია და საერთოდაც, რატომ ვწერ ამ თემაზე. უკანასკნელს, პოსტის ბოლოში მიხვდებით, თუმცა სათაურშიც კარგად იკვეთება ყველაფერი, დანარჩენის გარკვევას კი სხვადასხვა საიტებსა თუ ფორუმებზე თქვენთვითონაც შეძლებთ.

მინდა მოგიყვეთ თემო სალთხუციშვილის შესახებ. სულ რაღაც 23 წლის ბიჭმა უკვე იცის, რა შეგრძნებაა, როცა სიკვდილს თვალებში უყურებ და არამარტო… ასაკიდან გამომდინარე, ალბათ თქვენთვითონაც ხვდებით, რომ ბევრს ვერაფერს მოასწრებდა, უბრალოდ არ დასცალდა, თორემ…

2 წელია რაც მოტოციკლეტების სამყაროში ტრიალებდა, შეიძლება უფრო მეტიც, მაგრამ პრაქტიკაზე 2 წლის წინ გავიდა… ჯერ იყო სკუტერი, შემდეგ საოცნებო Honda, ბოლოს Suzuki GSX-R ,  უკანასკნელი სულ რაღაც 1 თვის ნაყიდი ჰქონდა, წინა  დღეს გააკეთა განბაჟება, მეორე დღეს, ღამის 2 საათზე კი  მისმა მეგობრებმა საშინელი ამბავი გაიგეს… ისინი ელოდებოდნენ გარფილდას (თემოს) , რომელსაც უკვე მესამე წრე  უნდა დაერტყა ქუჩაზე, მაგრამ უჩვეულოდ დააგვიანდა, მეგობრებმა რეკვა დაიწყეს, შემდეგ კი უცნობის ხმა გაისმა, რომელმაც უთხრა, რომ გარფილდა საავადმყოფოში წაიყვანესო. თავიდან მეგობრებმა არ დაიჯერეს, გარფილდას როგორც ჩვევია, ეგონათ ეხუმრებოდა, მაგრამ ადგილზე რომ მივიდნენ, საშინელი სიტუაცია დახვდათ.   პატრულის განცხადებით (არაოფიციალური), თემო 160-ით მიდიოდა, ავარიის მიზეზი ის იყო , რომ წითელზე არ გააჩერა და ჯიპი გაიტანა… თუმცა, თემოს მეგობრები, პატრულს უნდობლობას უცხადებენ, მაგრამ ვერ ამტკიცებენ თავიანთ მოსაზრებას, რადგანაც ქუჩაზე, სადაც ავარია მოხდა, კამერები არ იყო, ყველაზე მარტივი გზა კი, იმჟამად კომაში ჩავარდნილს, ახლა უკვე გარდაცვლილ გარფილდაზე გადაბრალება იყო.

2 კვირის განმავლობაში კომაში იყო, ბოლო 4 დღე უკვე იმედსაც აღარ იძლეოდნენ ექიმები, რადგან გული ორჯერ გაუჩერდა, ბოლოს ვეღარ გაუძლო და…

ოჯახის წევრები ვერ იტანენ მოტოს, რეაქცია ალბათ ყველასთვის გასაგებია,  მეგობრებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.. ყველას დაწყვიტა თემომ თავისი სიკვდილით გული.

წინათგრძნობის გჯერათ? მე – კი, ალბათ თემოსაც… როგორც ჩემი და თემოს საერთო  მეგობარი, თიკო კირვალიძე იხსენებს, ხშირად ლაპარაკობდა   იგი სიკვდილზე, ამბობდა – „მე მალე ვაჟაზე აღარ ვივლი…“

ვის შეიძლებოდა ეს სერიოზულად მიეღო? მეგობარი იმასაც იხსენებს, რომ სიკვდილის წინა დღეს გააკეთა გარფილდამ დაზღვევა და უთქვამს- „რომ გარდავიცვლები 5000 ლარს მოგცემენ.“ პატარა თხოვნაც დაუტოვებია, მე რომ მოვკვდები ჩემი Suzuki ჩემ გვერდით დაასაფლავეთო. კარგი მეგობრები ჰყავდა თემოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მეგობრობდა ბაიკერებთან, და ამის გამო „ბაიკერული გამომშვიდობებაც“ არ ყოფილა, მისი მეგობრები აპირებენ მოტოს მინიატურის გაკეთებას და ორმოცის შემდეგ გარფილდასთან ახლოს დაიდგმება.დასაფლავებულია ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე…

გარფილდას მოტო

თემოს პირადად არ ვიცნობდი…  როგორც იტყვიან დღე-დღეზე უნდა გაგვეცნო მე და ჩემ რამდენიმე მეგობარს მისივე თხოვნით. როდესაც მისი ამბავი გავიგე, რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული… მეგობარს(თეოს), რომელიც თაობდა ერთმანეთის გაცნობას, ცოტა არ იყოს და ვეჩხუბესავით, თუ რატომ არ გამაცნო აქამდე, მან კი ისეთი რამ მითხრა, რომ ჩამწყვიტა ყველაფერი. – „ეჰ მაკო, ნეტა მეც არ მცოდნოდა ვინ იყო და როგორი კეთილი იყო, მენატრება მისი ხმა და მისი ტკბილი სიტყვები.“ როგორც თეო იხსენებს, იმ ღამეს, როცა გარფილდას ამბავი გაიგო,საათი, რომელიც თემომ  აჩუქა, იმ ღამით პირველად გაჩერდა … ალბათ არსებობს რაღაც…

ეს სეზონი არ გამოდგა წარმატებული ბაიკერებისთვის, ბევრი ავარიის შესახებ გავიგე, ჯერ მახსოვს, როგორ იწვალეს სეზონის გახსნაზე, უამინდობის გამო…

გოგიტას ვიდეოების სანახავად დააჭირეთ აქ და აქ

ბაიკერებზე, გოგიტა ადუაშვილზე და გიგა ქარცივაძეზე მინდა მოგიყვეთ ორიოდე სიტყვით, რადგანაც ბევრი არაფერი ვიცი მათ შესახებ. მარტო ერთი დასკვნის გამოტანა შემიძლია(თუ უხეშად არ გამომივა), ძალიან უაზროდ არიან დაღუპულები…   საავტომობილო გზაზე, მანქანას უცვლიდნენ საბურავს და „ტრეილერის“ მძღოლმა გაიტანა, როგორც ამბობენ მას საჭესთან ჩაეძინა.

აი რას წერენ მათი გარდაცვალების გამო ფორუმებზე :

პოსტის დამთავრების შემდეგ ალბათ გაიფიქრებთ, აი, ორბორბლიანი კუბო, რათ უნდათ, რატომ იკლავენ თავს, გეტყვით, რომ ასეთ ლაპარაკს, გირჩევნიათ, უბრალოდ გზა დაულოცოთ ბაიკერებს, მსგავსი შეხედულება, კი ალბათ ქართველობის ბრალია, თორემ უცხოეთში არავინ მოიხსენიებს მოტოს ორბორბლიანი კუბოთი, P.S. ისე 4 ბორბლიანებიც არსებობს… არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ნუ არც მე მახსოვს, გადმოცემით ვიცი, როცა ჩვენთან  შემოვიდა ჟიგულები, რომელსაც 140კმ/სთ ჰქონდა, იძახდნენ დაღუპავს ეს ახალგაზრდობასო…  მაშინ როცა იაპონელები ვანკელის ძრავიანებით „დატასაობდნენ“. მოკლედ, ევროპა, ევროპა კი გაგიდით (როცა გაწყობთ) , მაგრამ მაინც ამ ქვეყნის აზრზე არ ხართ!!!

საერთო ჯამში, პოსტის მიზანია, არ დავივიწყოთ ეს შესანიშნავი ხალხი და მსგავსი ფორმით მაინც გავავრცელოთ მათი ამბები, რაც მთავარია, არცერთ არხზე მათ შესახებ არავის არაფერი უთქვამს, ალბათ პოლიტიკით იყვნენ გართულები, თუმცა რაღა ალბათ….

მადლობა თიკო კირვალიძეს, თეო ცერცვაძეს და forum.ge -ს